logo
ENG



"2010-ში ქართუსთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო" - უგულავას თქმით, პრემიერი ცრუობს

12 მარ 202113:52
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ღარიბაშვილის განმარტება, თითქოს ფონდ ქართუს დირექტორობის დროს სახელმწიფო მინისტრებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხშირი საქმიანი კომუნიკაცია ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

უგულავა Facebook-ზე წერს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან 2010 წელს ფონდ ქართუს მაშინდელ პრეზიდენტთან, გიგა ჩრდილელთან მხოლოდ პირადად მას ჰქონდა ურთიერთობა, ღარიბაშვილს კი მხოლოდ მაშინ შეხვდა, როდესაც იგი 2012 წელს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 

"ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, ქართუს მაშინდელი პრეზიდენტი იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან. მეტი არავის ხელისუფლების მხრიდან ქართუდან არავისთან შეხება აღარ ჰქონია", - წერს უგულავა, - "უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილია". 

ღარიბაშვილმა 7 დღიანი დუმილის შემდეგ დღეს პირველად გააკეთა განმარტებები ტვ პირველში გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც მასსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრების სერიას ასახავს. მან განაცხადა, რომ ჩანაწერი 2010 წლის საუბრებს ასახავს, ბერას მხრიდან ღარიბაშვილის სახელმწიფო მინისტრებთან სისტემატურ კომუნიკაციაზე მინიშნებასთან დაკავშირებით კი პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 2010 წელს ფონდ ქართუს დირექტორის რანგში ხშირი საქმიანი კომუნიკაცია უწევდა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

მრავალი მიმომხილველი ჩანაწერის იმ ნაწილს, რომელშიც ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს მინისტრებთან ხშირ კომუნიკაციაზე ესაუბრება, იმის დასტურად მიიჩნევს, რომ საუბარი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ არის გაკეთებული, რასაც უმრავლესობის წარმომადგენლები და თავად ღარიბაშვილიც კატეგორიულად უარყოფენ. 

ჩანაწერების შესახებ ღარიბაშვილის ვრცელი განმარტება იხილეთ აქ


close დახურვა